როგორც გუშინ გაუწყეთ, ხვიჩა კვარაცხელია ანტონიო კონტეს მოთხოვნით ნეაპოლში დღეს ჩავიდა და გუნდის სავარჯიშო პროცესში სრულად ხვალიდან ჩაერთვება.
მოგეხსენებათ, ნაპოლის ხელმძღვანელობისა და მწვრთნელის გადაწყვეტილებით, კვარაცხელია ნაპოლიში რჩება და საუბარი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მიმდინარეობს.
გავრცელდა ფოტო, სადაც დღეს კვარაცხელია ნეაპოლში გულშემატკივარს მაისურზე ხელს უწერს არა 77, არამედ 7 ნომრით.
იტალიური გამოცემების ცნობით, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ კვარა ახალი სეზონიდან 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, თუმცა ჯერჯერობით, ამასთან დაკავშირებით სიახლე არ არის და ყველაფერი უცვლელია.