პარის სენ-ჟერმენი აგრძელებს ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობას. ავტორიტეტული გამოცემა "L'Équipe" აქვეყნებს ახალ დეტალებს, თუ რა ხდება ფრანგული კლუბისა და ქართველი ვინგერის გარშემო. შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია განიხილება კილიან მბაპეს შემცვლელად, რომელიც ცოტა ხნის წინ მადრიდის რეალში გადავიდა.
ნაპოლის გარემარბი პსჟ-ში გადასვლაზე თანახმაა. მისი წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ფრანგული კლუბის სპორტულ დირექტორს, ლუის კამპოსს, თავად მოთამაშე კი ესაუბრა პარიზული გუნდის მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს. პრობლემას წარმოადგენს "პარტენოპეის" პოზიცია, რომელიც 77-ე ნომრის გაყიდვის წინააღმდეგია.
"ლურჯ-წითლებს" აქვთ იმის იმედი, რომ "აძური" ვერ შეძლებს ვიქტორ ოსიმენის გაყიდვას, რის შედეგადაც კვარაცხელიას გასხვისება პრიორიტეტული ვარიანტი გახდება. აქვე დავამატებთ, პარკ დე პრენსის ბინადრები ქართველი ვინგერის სანაცვლოდ 110 მილიონ ევროს ჩამოდიან.