ნაპოლის ყოფილმა ნახევარმცველმა, რაფაელე ამეტრანომ, ხვიჩა კვარაცხელიასა და კიმ მინ ჯეს შესახებ ისაუბრა. ვეტერანი ფეხბურთელის აზრით, მიმდინარე სეზონში ქართველი და კორეელი მოთამაშეები არ არიან ისეთი ეფექტურები, როგორებიც გასულ სეზონში იყვნენ, როდესაც "პარტენოპეის" სკუდეტო მოაგებინეს.
"ყველა ფეხბურთელს აქვს კარიერაში ერთი საუკეთესო სეზონი, რომელშიც ის თავის საუკეთესო თვისებებს მაქსიმალურად აჩენს. კვარაცხელიასა და კიმისთვის ასეთი გასული სეზონი იყო. ორივე მათგანმა მოლოდინი საკმარისზე მეტად გაამართლა და ჩემპიონატის ბოლოს დამსახურებული ჯილდოებიც მოიგო.
რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, ორივე ფეხბურთელს ეფექტურობა დააკლდა. ხვიჩა შარშან იყო მარსიდან ჩამოსულივით, წელს კი დედამიწის დონეზე არის დაშვებული. იგივე ეხება მინ ჯესაც, რომელიც ნაპოლისა და ბაიერნში ორი სხვადასხვა მოთამაშეა. ის შეცვლილია", - განაცხადა ყოფილმა იტალიელმა შუახაზელმა.