საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში გამართული შეხვედრა პსჟ-სა და ლე მანს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
ანგარიში მე-19 წუთზე ბერალდომ პენალტით გახსნა, მეორე ტაიმის სტარტზე სტუმრებმა გაათანაბრეს, რის შემდეგაც ენრიკემ მოედანზე გუნდის ლიდერები გამოიყვანა.
მათ შორის, პსჟ-ს ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მოედანზე შესვლიდან რამდენიმე წუთში სეზონის პირველი გოლი გაიტანა. მატჩს წერტილი აკლიუშმა დაუსვა.
6 ტურის შემდეგ, პსჟ-ს 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს.











