ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ 2026 წლის ოქროს ბურთის ფავორიტი დაასახელა.
"გასულ წელს იყო დემბელე, დემბელე, დემბელე და ყველაფერი მარტივი გახდა, თუმცა წელს ასე არ არის, რადგან ბევრმა მოთამაშემ გაიბრწყინა.
ფავორიტებშია ჰარი კეინი, მაგრამ გერმანიაში საუკეთესო მაიკლ ოლისე გახდა, თან ხალხის აზრით, მუნდიალზე ინგლისის ნაკრებში საუკეთესო ბელინგემი იყო, თუმცა ბელინგემისთვის საკლუბო სეზონი წარუმატებელი გამოდგა.
როდრი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მაგრამ სეზონის განმავლობაში ბევრი არ უთამაშია. იამალს კარგი მუნდიალი არ ჰქონდა. როგორც მახსოვს, ის ამერიკაში ტრავმირებული ჩავიდა.
როცა ვსაუბრობთ კვარაცხელიაზე, ვიხსენებთ, რომ მას მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია. ლეო მესის მსოფლიო რომ მოეგო, ოქროს ბურთს მას მივცემდი, მაგრამ ვერ შეძლო.
შესაბამისად, მე ჩემი ფავორიტი მყავს და ეს მაიკლ ოლისეა, შემდეგ კი კილიან მბაპე. ახლა მეტყვით, რომ მან ვერაფერი მოიგო, მაგრამ შეგიძლიათ გადახედოთ ისტორიას, როცა მოთამაშემ ოქროს ბურთი ისე მოიგო, რომ გუნდური ტიტული არ ჰქონია. მბაპე კი ლა ლიგის, მუნდიალის და ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი გახდა, იგივენაირად გახდა მაიკლ ოლისე ასისტების ბომბარდირი.
ამით მინდოდა ამეხსნა, თუ რამდენად რთულია წელს ოქროს ბურთის გამარჯვებულის გამოვლენა. როგორც ვთქვი, ჩემი ფავორიტი ოლისეა", - განაცხადა ანრიმ.












