ამხანაგურ შეხვედრაში ნაპოლი ალბანურ ეგნატიას დაუპირისპირდა და მარტივად, 4:0 დაამარცხა, სადაც პირველი გოლის ავტორი ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია გახდა.
მატჩის შემდეგ ნეაპოლელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ კვარას თამაში შეაფასა.
"ასეთი თამაშები საჭიროა იმისთვის, რომ გუნდი განვითარდეს როგორც ტაქტიკურად, ისე ფიზიკურად. ამიტომ მატჩს დადებითად შევაფასებდი.
ჩვენი მიზანია, დრიბლინგის ფაზაში უფრო აქტიურები ვიყოთ. კვარაცხელიამ კარგად ითამაშა და ერთი კონკრეტული დავალებაც მივეცი, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
კერძოდ, როცა ზონები ჩაკეტილია, მისნაირმა მოთამაშემ ერთი-ერთზე თამაშით, ერთი დრიბლინგით ეს ზონები უნდა გახსნას და შეტევაში ყველაფერი გამარტივდება. იმ ტაქტიკაში, რასაც ჩვენ ვთამაშობთ, ეს უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და კიდევ უფრო უნდა დავხვეწოთ", - განაცხადა კონტემ.