პსჟ-სთან მოგებული 1:0 მატჩის შემდეგ კომენტარი ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა გააკეთა.
"რა თქმა უნდა, გარკვეული გამართლებაც იყო, თუმცა ჩვენი მიზანი რაც იყო შევასრულეთ და გავიმარჯვეთ. როგორც მატჩის წინ ვთქვი, ზუსტად ახდა - პსჟ-ს საოცარი შემტევები ჰყავს და მათ პრობლემები შეგვიქმნეს, ასევე ისინი კარგად თამაშობდნენ დაცვაში.
დრო გაგვყავდა? - ამას ვერ ვიტყოდი, რადგან ფეხბურთს ჩვეულებრივად ვთამაშობდით. ბევრი აუტი და გაჩერება იყო და დრო ამით უფრო გადიოდა.
რაც შეეხება კვარას არჩათვლილ გოლს, ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ვიტყვი - მე სხვის გადაწყვეტილებაზე ვერ ვისაუბრებ, ლაპარაკი მხოლოდ ჩემს გუნდზე შემიძლია, თუმცა თამაშს საკმაოდ მაღალი დონის არბიტრი ნსჯიდა და მან უკეთ იცის ყველაფერი.
დასრულებული ჯერ არაფერია, რადგან 1 კვირაში შინ კიდევ ერთი მძიმე თამაში გველის", - განაცხადა სლოტმა.