მომავალი სეზონიდან ნაპოლის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე იქნება, რომელიც გუნდში ახალი გეგმებით მიდის.
მისი მთავარი მოთხოვნა და მიზანი ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნებაა. მოგეხსენებათ, ქართველ ფეხბურთელს პსჟ-სგან სარფიანი შემოთავაზება აქვს, თუმცა ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
დიდი ალბათობით, კონტეს მისვლის შემდეგ გუნდს ბელგიელი ფორვარდი, რომელუ ლუკაკუც შეუერთდება. კვარას მსგავსად, შემოთავაზებები ვიქტორ ოსიმენსაც აქვს და მისი წასვლის ალბათობა უფრო დიდია.
როგორც ზემოთ ვთქვით, კონტე ნაპოლიში დიდი გეგმებით მიდის. შესაბამისად, მისი მიზანი, მინიმუმ, ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლა იქნება.
მოგეხსენებათ, კონტეს საფირმო ტაქტიკა 3-5-2-ია. ამ ტაქტიკით თამაში ნაპოლიმ მიმდინარე სეზონში რამდენჯერმე სცადა, თუმცა არაფერი გამოვიდა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მაშინ მწვრთნელი კონტე არ ყოფილა.
იტალიელი სპეციალისტი შემტევ ფაზაში 3 ფეხბურთელს მოიაზრებს. წინ და მარცხნივ - ხვიჩა კვარაცხელია, ფორვარდად რომელუ ლუკაკუ და მათ უკან - რასპადორი. თუ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ნაპოლის სურს, მომავალ სეზონში გუნდის მთავარი 3 შემტევი სწორედ ეს ტრიო იქნება.