ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ტონი კროოსმა, რომელმაც კარიერა ახლახანს დაასრულა, მსოფლიოს გამორჩეულ ფეხბურთელებზე - ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდუზე ისაუბრა.
როგორც ხდება ხოლმე, კროოსმა რონალდუ და მესი ერთმანეთს არ შეადარა, ნეიტრალური პოზიცია დაიჭირა და ისინი ერთ კომპონენტში გამოარჩია.
"მესი და რონალდუ უნიკალური ფეხბურთელები არიან. მთელი კარიერის განმავლობაში ისინი მიდრეკილნი იყვნენ წარამტებასა და უმაღლესი მწვერვალების დაპყრობაზე.
ისინი არასდროს გაჩერებულან. როცა კარიერის პიკში იყვნენ, ყოველწლიურად ეს პიკი კიდევ უფრო იზრდებოდა, რაც ფეხბურთელების 95%-ს არ გამოსდის", - განაცხადა კროოსმა.
კროოსს რონალდუსთან ერთად მადრიდის რეალში აქვს ნათამაშები და ერთად ჩემპიონთა ლიგაც აქვთ მოგებული.