საუდის არაბეთის ჩემპიონატის გასულ ტურში ალ-შაბაბი ალ-ნასრს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დაამარცხა.
მასპინძელი გუნდის გულშემატკივრები რონალდუს მისამართით "მესი, მესის" სკანდირებდნენ, პორტუგალიელმა ფორვარდმა გოლი გაიტანა და ამ შეძახილების პასუხად, მათ უხამსი ჟესტი გაუკეთა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად მსჯელობს და შესაძლოა, რონალდუ მკაცრად დაისაჯოს.
სასჯელი კი მოიცავს როგორც ფულად ჯარიმას, ისე რამდენიმემატჩიან დისკვალიფიკაციას.
ალ-ნასრის მხარე ამტკიცებს, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი. გადაწყვეტილება 2 დღეში იქნება მიღებული.