დღეს ევროპა ლიგის წლევანდელი სეზონის 1/4 ფინალური ეტაპი იწყება და ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი იტალიაში გაიმართება, სადაც მილანი რომას უმასპინძლებს.
იტალიური გუნდები ერთმანეთს არსებობის ისტორიაში 197-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 84 მატჩში მილანმა იმარჯვა, 51-ჯერ რომამ მოიგო, ხოლო 62 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
გუნდების ბოლო 10 ურთიერთდაპირისპირებაში უპირატესობა მილანის მხარეს არის - 6 მოგება, 3 ფრე და 1 წაგება. დაპირისპირების ბომბარდირი კი 11 გატანილი გოლით რომას ლეგენდა, ფრანჩესკო ტოტია.
გთავაზობთ მილანის მიერ რომას კარში გატანილ 7 გამორჩეულ გოლს: