იორდანიის დედაქალაქ ამანში მიმდინარე 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, კონსტანტინე პეტრიაშვილმა ოქროს მედალი მოიგო.
16 წლის ქართველმა მოჭიდავემ ფინალამდე ამერიკელი, ყირგიზი და ნეიტრალური დროშის ქვეშ მოჭიდავე მეტოქეები დაამარცხა, ხოლო ოქროსთვის ბრძოლაში ასევე ნეიტრალური დროშით მოასპარეზე როდიონ სანაკოევს 8-0 აჯობა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
აღნიშნული ტიტულით კონსტანტინე პეტრიაშვილმა 2024 წელს დუბლი შეასრულა — ივნისში ის 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. შეგახსენებთ, რომ კონსტანტინე ოლიმპიური ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის ძმაა.