დინამო ზაგრები 2:0 პაოკი: ხორვატიის მოქმედმა ჩემპიონმა საკუთარ კედლებში პაოკი მიიღო და განმეორებითი მატჩის წინ კომფორტული უპირატესობა მოიპოვა. შეხვედრის პირველი გოლი, 37-ე წუთზე, პეტკოვიჩმა გაიტანა, ხოლო 71-ე წუთზე მან დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში, 2:0 დააფიქსირა.
მაკაბი ჰაიფა 3:4 ფიორენტინა: ისრაელში მოქმედი საომარი მდგომარეობის გამო, მატჩი ბუდაპეშტში, ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართა და უხვგოლიანი გამოდგა. ანგარიში ფიორენტინამ მე-2 წუთზე გახსნა - თავი ნზოლამ გამოიჩინა. მე-12 წუთზე, სეკიმ გაათანაბრა, ხოლო ზუსტად 17 წუთში, კინდამ მაკაბი წინ გაიყვანა. მეორე ტაიმში გუნდებმა კიდევ 4 გოლი გაიტანეს: 58-ე წუთზე ბელტრანმა წონასწორობა აღადგინა, 67-ე წუთზე კი სალაილმა მაკაბი დააწინაურა. 73-ე წუთზე, მანდრაგორამ აიღო მეტოქის კარი, ხოლო 95-ე წუთზე ბარაკიმ გამარჯვების გოლი გაიტანა და ფიორენტინამ მატჩი ანგარიშით 4:3 მოიგო.
სერვეტი 0:0 პლზენი: უგოლოდ დასრულდა ჟენევაში გამართული შეხვედრა, სადაც სერვეტმა პლზენი მიიღო. ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად, მატჩი უგოლოდ დასრულდა. ყველაფერი კი 1 კვირაში, ჩეხეთში გადაწყდება.










