სულ რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ იტალიის ფინანსური პოლიცია მილანის შტაბ-ბინაში "კაზა მილანში" შევიდა. პროკურატურის მოთხოვნით, გამოძიება დაიწყო ელიოტი-რედბერდის გარიგებასთან დაკავშირებით. ფინანსურმა პოლიციამ ყველა ის საბუთი გამოითხოვა, რომელიც კლუბის 2022 წელს გაყიდვასთან არის კავშირში.
იტალიურ პრესაში იმასაც წერდნენ, რომ კლუბი კვლავ კომპანია "ელიოტის" საკუთრებაში არის და არა "რედბერდის". ამ ყველაფერს გამოეხმაურა "ელიოტის" სპიკერი და არსებული ინფორმაცია უარყო:
"ჩვენამდე მოვიდა პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა, საფეხბურთო კლუბი მილანი კვლავ "ელიოტის" საკუთრებაშია და ეს ინფორმაცია ყველასთვის დაფარულია. ეს ბრალდება მცდარია. კომპანია "ელიოტმა" მილანი "რედბერდს" 2022 წლის 31 აგვისტოს მოჰყიდა. ამ თარიღიდან მოყოლებული ელიოტს აღარ აქვს არანაირი წილი ან კონტროლი მილანზე."