ავსტრიის ჩემპიონატში გამართული მატჩი ლასკ ლინცსა და შტურმს შორის საკმაოდ დრამატული და სანახაობრივი გამოდგა და სტუმარათა გამარჯვებით 3:4 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ამ ბრწყინვალე მატჩის საუკეთესო მოთამაშე ოთარ კიტეიშვილი გახდა, რომელმაც 8.2 შეფასება მიიღო.
კიტეიშვილმა ჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა, შემდეგ კი თავად გაიტანა, თან გამარჯვების გოლი და შტურმს მორიგი 3 ქულა მოუტანა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი უკვე ორჯერ დასახელდა ავსტრიის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.








