"საკმაოდ რთული თამაში იყო და მძიმე სტარტი გვქონდა, რამაც შედეგზე გავლენა იქონია. თამაშში მაღალი ინტენსივობით ვერ ჩავერთეთ, ორთაბრძოლებშიც მოვიკოჭლებდით და ბურთს მარტივ სიტუაციებში ვკარგავდით, რის გამოც დავისაჯეთ."
"გაშვებული გოლის შემდეგ, თამაში გამოვასწორეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და დამაგვირგვინებელ ფაზაში მოვიკოჭლებდით, რაზეც რა თქმა უნდა გარკვეულ გავლენას მოედნის საფარიც ახდენდა. ახლა ძალების აღდგენა გვჭირდება და მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა მოვემზადოთ მომდევნო მატჩისთვის."
"მოედანზე ბევრი ქართველი გულშემატკივარი იყო და ძალიან სასიხარულოა გასვლით თამაშებში ამდენი ქომაგის ნახვა, რომლებიც ბოლომდე გვიჭერდნენ მხარს. სამწუხაროა, რომ ის შედეგი ვერ მივიღეთ, რასაც ველოდით და იმედია 3 დღეში, ალბანეთის წინააღმდეგ გამოვასწორებთ."














