მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ, ოთარ კიტეიშვილს გუნდთან ერთად ვარჯიში ჯერაც არ განუახლებია.
ამის გამო, მან ევროპის ჩემპიონატის პირველი შეხვედრა თურქეთთან გამოტოვა. შეგახსენებთ, ეს შეხვედრა საქართველოს დამარცხებით დასრულდა.
კიტეიშვილი ინდივიდუალურად ვარჯიშობს და გადაწვეტილია, რომ ის ხვალ ჩეხეთთან მატჩშიც არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი საქართველოსა და ჩეხეთს შორის 22 ივნისს, 17:00 საათზე გაიმართება.