ლილო არენაზე King of Drift-ის 2026 წლის სეზონის მეორე ეტაპი ჩატარდა, რომლის გამარჯვებული ილია ბერიძე გახდა.
16 წლის მრბოლელმა უშეცდომოთ იასპარეზა და ფინალში ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული, გიორგი კოდუა დაამარცხა. მესამე ადგილზე კი ლაზარე სადაღაშვილი გავიდა, რომელმაც პოდიუმისთვის ბრძოლაში მათე როჭიკაშვილს აჯობა.
King of Drift-ის მესამე ეტაპი ტრადიციულად ლილო არენაზე 5 ივლისს ჩატარდება, 13 სექტემბერს მე-4 ეტაპი გაიმართება, ხოლო 1-ელ ნოემბერს მე-5, ფინალური რბოლა გაიმართება.








