კილიან მბაპემ პსჟ-ს წინააღმდეგ სამართლებრივი დავა მოიგო

lequipe-ის ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ფეხბურთელის წარმომადგენლების მტკიცებულებები და პარიზულ კლუბს 55 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.
კილიან მბაპემ ყოფილ კლუბს რამდენიმე კვირის წინ უჩივლა და სამი თვის გადაუხდელი ხელფასი და ბონუსი მოითხოვა, რომელიც ჯამში 55 მილიონ ევროს შეადგენდა.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა პსჟ ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და მადრიდის რეალს უფასოდ შეუერთდა — მან სამეფო კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა.









