საგა დასრულდა, კილიან მბაპე პსჟ-დან კარიერას რეალ მადრიდში გააგრძელებს! მხარეებმა ყველა დეტალი შეათანხმეს, ტრანსფერს კი ოფიციალური სახე უახლოეს დღეებში მიეცემა.
"სამეფო კლუბსა" და ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის, ყველა დოკუმენტი ხელმოწერილია, ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმებაც გაიარა, ახლა კი კლუბის მიერ ტრანსფერის გაოფიციალურებას ველოდებით, რაც დროის საკითხია.
მბაპე რეალ მადრიდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა, მხარეებს შორის კი მინიმუმ 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება. რამდენი ექნება კილიანს წლიური ხელფასი, ამის შესახებ ინფორმაციას უახლოეს დღეებში შევიტყობთ.