ხორვატიის ნაკრებთან მატჩი კრიშტიანუ რონალდუსთვის გამოდგა განსაკუთრებული, რადგან მან რამდენიმე რეკორდის დამყარება მოახერხა. პორტუგალიელი ფორვარდი გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მუნდიალის პლეიოფის შეხვედრაში და ის ყველაზე ასაკოვანი გოლის ავტორიც არის.
ალ ნასრის კაპიტანი ბალკანელებთან მატჩის მომენტისთვის 41 წლისა და 147 დღის იყო. როგორც ვიცით, ეს იყო მისი პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფის სტადიაზე. პორტუგალიის ეროვნული გუნდის მე-7 ნომერს საამისოდ დასჭირდა 6 მუნდიალზე თამაში და როგორც ვიცით, ის ერთადერთია 6 ტურნირზე გოლით თავის ანგარიშზე.
რონალდუს მსოფლიო ჩემპიონატებზე ჯამში დაუგროვდა 26 მატჩი, რითაც მან გადაასწრო ლოთარ მათეუსს, წინ მხოლოდ ლიონელ მესია, ვის ანგარიშზეც 29 შეხვედრაა. "უჯრებიანებთან" თამაში განსაკუთრებული გამოდგა არა მხოლოდ პორტუგალიელი ფორვარდისთვის, არამედ მთლიანი ეროვნული გუნდისთვის და ამას თავისი მიზეზი ჰქონდა.
დღეს არის დიოგუ ჟოტას გარდაცვალების წლისთავი - პირენეელებმა ეს გამარჯვება სწორედ მის ხსოვნას მიუძღვნეს. რაც შეეხება შემდეგ მეტოქეს, "ლუზიტანთათვის" ეს იქნება ესპანეთი, ეროვნული გუნდი, რომლის კარში კრიშტიანუმ რუსეთის მუნდიალზე ჰეთ-თრიქი გაიფორმა. ვნახოთ, რა იქნება ამჯერად.














