ლიგა 1-ის ბოლო ტურში ლიონმა საკუთარ მოედანზე ლე ავრი დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად დიდი ნაბიჯი გადადგა. პაულუ ფონსეკას გუნდმა მეტოქე 4-2 დაამარცხა, მატჩის საუკეთესი ფეხბურთელი კი გიორგი მიქაუტაძე გახდა, რომელმაც ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
24 წლის ქართველ ფორვარდს ამ სეზონში უკვე 13 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მოუგროვდა.
ლე ავრთან მატჩის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელებში, გიორგი მიქაუტაძის თაობაზე არაერთი საინტერესო გამოხმაურება გავრცელდა:
"კიდევ კარგი მიქაუტაძე გალათასარაიში არ გავყიდეთ. ეს იქნებოდა უდიდესი შეცდომა."
"აქამდე მიქაუტაძის ფასი თუ €20 მილიონი იყო, ახლა თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ €50 მილიონიანი ფორვარდი გვყავს გუნდში."
"მადლობა ჯონ ტექსტორს, რომ მიქაუტაძეს ნდობა გამოუცხადა და იანვარში არ გაყიდა."
"ფინანსური პრობლემების ფონზე, მიქაუტაძის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო."
"სეზონის ბოლოს, როდესაც ლაკაზეტი გუნდს დატოვებს, ჟორჟს ბევრად მეტი სათამაშო დრო გამოუჩნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ბოლომდე გაიხსნება."
"მიქაუტაძე არის ფეხბურთელი, რომელსაც მატჩის ბედის შეცვლა შეუძლია - მეფე ჟორჟი, გუნდის საუკეთესო შემტევი ფეხბურთელია."
"შერკი, მიქაუტაძე, ალმადა, ფოფანა - ამ ფეხბურთელებით ლიონს ევროპა ლიგის მოგება შეუძლია."
"მიქაუტაძე ფონსეკასგან უფრო მეტ ნდობას იმსახურებს."