ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში მადრიდის რეალი ესტუმრა მანჩესტერ სიტის, რომელიც თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა.
ამ გუნდების პირველი მატჩი დასრულდა ფრედ, 3:3, საპასუხო თამაშის ძირითად და დამატებით დროებშიც ასევე ფრე, 1:1 იყო, რის შედეგადაც მერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა.
"ქალაქელების" მხრიდან პენალტი გააფუჭეს ბერნარდო სილვამ და მატეო კოვაჩიჩმა, "სამეფო კლუბის" მხრიდან კი ლუკა მოდრიჩმა, თუმცა ანდრეი ლუნინმა თავისი ორი სეივით ხორვატი გამთამაშებლის შეცდომა გადაფარა.
"ბლანკოსის" მხრიდან გადამწყვეტი პენალტი გაიტანა ანტონიო რუდიგერმა, რომელმაც თავისი გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა, სადაც მეტოქე მიუნხენის ბაიერნი იქნება.