რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, პსჟ-სა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას ახალი აგენტი ჰყავს.
ხვიჩას ახალი აგენტი მუსა სისოკო იქნება, რომელსაც ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს.
სისოკო ისეთი გამორჩეული ფეხბურთელების აგენტიცაა, როგორებიც ბარკოლა, დემბელე, დუე, ჩერკი და სხვები არიან.
შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი იყო, რომელთაც კონტრაქტიც მხარეებს შორის რამდენიმე თვის წინ შეწყდა.











