როგორც მოსალოდნელი იყო, ნაპოლის ქართველი ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია, იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
ვერონასთან გამართულ მატჩში კვარაცხელიამ 87-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა და გუნდს 2:1 მოაგებინა.
მიმდინარე სეზონზე, სერია A-ში კვარაცხელიას ანგარიშზე 6 გოლი, 3 საგოლე გადაცემა და 2 მოპოვებული პენალტია.