მიუნხენის ბაიერნთან განმეორებითი შეხვედრის მთავარი გმირი გამოდგა შეცვლაზე შემოსული ხოსელუ მატო, რომელმაც თავისი დუბლით მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. ესპანელი ფორვარდის სახელი მოედო მთელ საფეხბურთო ევროპას, ქომაგებმა კი ოპერატიულად ამოქექეს მოთამაშის მიერ 2012 წლის 23 აგვისტოს დაწერილი პოსტი.
პოსტის შინაარსი ასეთია - "სამეფო კლუბის" თავდამსხმელი ითხოვს ლინკს იმისთვის, რათა საყვარელი გუნდის თამაშს უყუროს. იმ დღეს, 12 წლის წინ, "ბლანკოსი" ესპანეთის სუპერთასზე ეთამაშებოდა ბარსელონას, რომელთანაც ანგარიშით 2:3 წააგო. 34 წლის ფორვარდი იმ დროს ახალი გადასული იყო ჰოფენჰაიმში, რეალის მთავარ გუნდში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ.
იმის შემდეგ გავიდა 10 წელიწადზე მეტი, ხოსელუ დაბრუნდა მადრიდში და სეზონის ერთ-ერთ ყველაზე უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში მან დუბლი გაიფორმა. საინტერესოა, წარმოიდგენდა თუ არა ესპანელი ფორვარდი 2012 წლის აგვისტოში, რომ 12 წლის შემდეგ, ის "სამეფო კლუბის" წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახდებოდა.