ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა და საფრანგეთის ნაკრების ამჟამინდელმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა 2026 წლის ოქროს ბურთის შესახებ ისაუბრა.
"არ გამიკვირდება, თუ 2026 წლის ოქროს ბურთის მფლობელი ლეო მესი გახდება. მას ხმას 100-ჯერ მივცემდი.
ხალხს არ ესმის, თუ რამდენად წარმოუდგენელია, 39 წლის ასაკში ასე ითამაშო და მსოფლიოს გამორჩეულ ფეხბურთელებს შორის იყო."
შეგახსენებთ, რომ გუშინ ოქროს ბურთის 30 ნომინანტი დასახელდა, სადაც არგენტინელი ლეგენდის გვარიც ფიგურირებს.












