ნიგერიელი ფორვარდის ვიქტორ ოსიმენის მომავალი კვლავ გაურკვეველია. მას გალათასარაისთან იჯარის ვადა ამოეწურა და ოფიციალურად კვლავ ნაპოლის ფეხბურთელია.
რამდენიემ დღის წინ, ოსიმენმა საუდის არაბეთიდან სარფიანი შეთავაზება დაბლოკა, რადგან მისი სურვილი გალათასარაიში დარჩენაა. პირადი კონტრაქტის დეტალები მას უკვე შეთანხმებული აქვს და წელიწადში 15 მილიონს მიიღებს.
თუმცა არის ერთი პრობლემა - გამოსასყიდი თანხის სახით ნაპოლის პრეზიდენტი გალათასარაისგან 75 მილიონ ევროს ითხოვს და გადახდის ბოლო ვადა 15 ივლისია.
გალათასარაი ყველაფერს აკეთებს, რომ ნაპოლის ოსიმენის გამოსასყიდი თანხა შეამცირებინოს, თუმცა ჯერჯეროით, უშედეგოდ. ნაპოლის მთავარი მოთხოვნაა, რომ მთლიანი 75 მილიონი ახლავე აიღოს. გალათასარაის შესათანხმებლად დრო 1 კვირა დარჩა.








