როგორც მოგეხსენებათ, ლივერპულს მომავალ სეზონში გიორგი მამარდაშვილი შეუერთდება. საფეხბურთო სამყარო ორად არის გაყოფილი - ერთი მხარე მიიჩნევს, რომ ქართველი გოლკიპერის გადასვლის შემდეგ, "წითლებში" ახალი ვარსკვლავი დაიბადება, მეორე მხარე კი თვლის, რომ გუნდს ახალი კარის დარაჯი საერთოდ არ სჭირდება. Liverpool.com-ი სწორედ აღნიშნულ საკითხს შეეხო.
"სლოტის საყურადღებოდ - ლივერპულის გულშემატკივრებმა უკვე დიდი ხანია იციან, თუ რამდენად კარგია კელეჰერი. მწვრთნელს არ უნდა მოერიდოს კაომინისთვის შანსის მიცემა. მამარდაშვილის გადმოსვლის შემდეგ, საინტერესოა, თუ ვინ იქნება "წითლების" ნომერ პირველი გოლკიპერი. პირველობა შეუძლია როგორც გიორგის, ისე ირლანდიელ კარის დარაჯსაც", - წერს ბრიტანული გვერდი.
შეგახსენებთ, რომ მერსისაიდელებმა ქართველი მეკარე გასულ ზაფხულს 30 მილიონ ევროდ იყიდეს. ახალგაზრდა კარის დარაჯი განათხოვრების წესით ერთი სეზონით ვალენსიაში დარჩა, მაგრამ უკვე მომავალ ზაფხულს, ის "სქაუზერებში" გადაინაცვლებს.