2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, ინგლისის ნაკრები დანიას შეხვდა — მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
შეხვედრის ანგარიში ინგლისელებმა გახსნეს — მე-18 წუთზე თავი ჰარი კეინმა გამოიჩინა, რასაც 34-ე წუთზე ჰიუმლანდის საპასუხო გოლი მოჰყვა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
ორი ტურის შემდეგ, ინგლისის ეროვნულ ნაკრებს 4 ქულა აქვს და C ჯგუფს ლიდერობს, ხოლო დანია 2 ქულით მესამე ადგილზეა. ბოლო ტურში ინგლისი სლოვენიას დაუპირისპირდება, ხოლო დანია სერბეთის დამარცხებას შეეცდება.