მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ლაციოსთან 1-0 დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჰარი კეინმა ისაუბრა.
"მატჩი კარგად დავიწყეთ და მე, მუსიალამ და კიმიხმა სამი მომენტი შევქმენით, მაგრამ გოლის გატანა ვერ მომახერხეთ. დიდ მატჩებში კი მომენტები მაქსიმალურად უნდა გამოიყენო."
"შესვენების შემდეგ უენერგიოდ და თავდაჯერების გარეშე გამოვედით მოედანზე და მეტოქეს ბურთი დავუთმეთ - განსაკუთრებით წითელი ბარათის შემდეგ გაგვიჭირდა, როდესაც 10 კაცით დავრჩით. დღევანდელი დღიდან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და განმეორებითი მატჩისთვის კარგად მოვემზადოთ" - ჰარი კეინი.
ბაიერნის და ლაციოს განმეორებითი მატჩში მიუნხენში 5 მარტს გაიმართება.