რომის ლაციოს კაპიტანმა, ჩირო იმობილემ თავისი დღევანდელი მოწინააღმდეგის, ჰარი კეინის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩის ფარგლებში, მიუნხენის ბაიერნი "ბიანკოჩელესტეს" მიიღებს. ამ გუნდების პირველი თამაში იტალიელების მოგებით, 1:0 დასრულდა.
"მაგალითს ვიღებ საუკეთესო თავდამსხმელებისგან და კეინი მათ რიცხვში არის. თითოეული გამორჩეული შემტევისგან ვცდილობ საუკეთესო თვისებები გადმოვიღო. ლოგიკურია, რომ ჰარის უნდა რევანშის აღება, მაგრამ ლაციოს მცველები ყველაფერს გააკეთებენ მის გასანეიტრალებლად", - განაცხადა იტალიელმა ფორვარდმა.
შეგახსენებთ, რომ რომაელთა კაპიტანი და ინგლისელი თავდამსხმელი ერთმანეთს განვლილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც შეხვდნენ. იმ თამაშში იტალიის ნაკრებმა ბრიტანელები 11-მეტრიანების სერიაში დაამარცხა. ვნახოთ, რით დასრულდება "რეკორდმაისტერის" ფორვარდისა და მისი 34 წლის ოპონენტის ბრძოლა, ამჯერად ევროთასების პლეი-ოფში.