ლა ლიგაში გამართული შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ლა ლიგის ლიდერი, მადრიდის რეალი და რაიო ვალეკანო.
მესამე წუთზე ანგარიში ხოსელუმ გახსნა და რეალი დააწინაურა, თუმცა საშინაო ატმოსფეროს წყალობით, რაიოს მოთამაშეები ლიდერ გუნდს დიდი მოტივაციით ეთამაშებოდნენ.
27-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს, მეორე ტაიმში თავი კარგად დაიცვეს და სასურველი ანგარიში დააფიქსირეს - 1:1.
ამას ისიც დაემატა, რომ სამეფო კლუბის გამოცდილმა მცველმა, დანი კარვახალმა, ბოლო 2 წუთში, 2 ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს.
25 ტურის შემდეგ, რეალს 62 ქულა აქვს და გათამაშების ლიდერია, რაიო კი 25 ქულით მე-14 ადგილზეა.