დღეს გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრა ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის.
მატჩის წინ კომენტარი ესპანეთის ნაკრების მთავარმა ლიდერმა ლამინ იამალმა გააკეთა.
"საფრანგეთის წინააღმდეგ კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი მელის! ბევრი ფიქრობს, რომ საუკეთესო ფორმაში არ ვარ, ამიტომ მოლოდინი ნაკლებია, თუმცა დღევანდელი დღე საუკეთესო უნდა იყოს.
ევროპის ჩემპიონები ვართ და არავისი გვეშინია. ზეწოლას საერთოდ არ ვგრძნობთ. ფეხბურთი თამაშია, სადაც შანსები უნდა გამოიყენო და შენი შესაძლებლბოები დაამტკიცო.
მათ ჰყავთ ოლისე, რომელიც საოცარი ფეხბურთელია. ოლისეს თამაშის სტილი ძალიან მომწონს და ვფიქრობ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა", - განაცხადა იამალმა.














