მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, თანამასპინძელმა კანადამ კატარი დიდი ანგარიშით დაამარცხა და მუნდიალის ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
აღნიშნული მატჩში კანადის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა, ჯონათან დევიდმა ჰეთ-თრიკი გაიფორმა, თითო გოლი კაილი ლარინმა და ნათან სალიბამ გაიტანეს, ხოლო ერთი ბურთ საკუთარ კარში მუჰამედ ალ მანაიმ ჩაჭრა.
კანადა 6-0 კატარი
გოლები: 1-0 ლარინი (16'), 2-0, 3-0 დევიდი (29', 45+3'), 4-0 სალიბა (64'), 5-0 ალ მანა (ს.კ)(75'), 6-0 დევიდი (90+2')
ორი ტურის შემდეგ, B ჯგუფს 4-4 ქულით კანადა და შვეიცარია ლიდერობენ, ხოლო ბოსნია და ჰერცეგოვინა და კატარი თითო ქულით მე-3 და მე-4 ადგილებს იყოფენ.












