მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფის მატჩში კანადის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის ეროვნული გუნდი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩის ერთადერთი ბურთი შეაგდო სტივენ ეუშტაკიუმ, თანაც 92-ე წუთზე! "ნეკერჩხლის ფოთლები" გადიან მუნდიალის 1/8 ფინალში, რომელშიც ნიდერლანდებსა და მაროკოს შორის მოგებულს შეხვდებიან.
სამხრეთ აფრიკა 0:1 კანადა
გოლი: სტივენ ეუშტაკიუ 90+2














