იტალიის სერია ა-ს 26-ე ტურში, კალიარისთან დაკარგული ქულების შემდეგ, ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ კომენტარი გააკეთა:
"პირველ ტაიმში ბევრჯერ დავკარგეთ ბურთი, რაც კალიარის აქტიური თამაშით იყო გამოწვეული. შესვენების შემდეგ უკეთესი ფეხბურთის თამაში დავიწყეთ და მომენტებიც შევქმენით."
"მე ვფიქრობ, რომ გუნდის მთავარი პრობლემა მენტალური და არა ფიზიკური ფორმაა. ბიჭებთან აღნიშნულ საკითხზე უკვე ვისაუბრე და ვიცი, რომ პრობლემის გამოსწორებას დრო სჭირდება."
"კვარაცხელია მაქსიმალურად ცდილობს მითითებების შესრულებას და დარწმუნებული ვარ, რომ ისევ შეძლებს ლამაზი მომენტები გვაჩუქოს - ის ინტროვერტი ბიჭია და არ უყვარს ბევრი ლაპარაკი."
"ოსიმენი თავს კარგად გრძნობს და აფრიკის თასიდან დაბრუნების შემდეგ ორი გოლის გატანა შეძლო, თუმცა იდეალურ ფორმაში ჩასადგომად ცოტა დრო კიდევ დასჭირდება".