მადრიდის რეალის ყოფილმა ნახევარმცველმა, რიკარდო კაკამ ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი დაასახელა. მისი აზრით, ეს მოთამაშე ჯუდ ბელინგემი არის. შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბში" გატარებულ სადებიუტო სეზონში, მან მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა, ასევე ინგლისელი გამთამაშებელი სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
"ბელინგემი უმაღლესი დონის შემსრულებელია. იმის მიუხედავად რომ ახალგაზრდაა, ის დაღვინებული ფეხბურთელივით თამაშობს. იდეალურად კითხულობს თამაშს ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე, ეს ყველაფერი ჯუდზე ითქმის. უდავოდ, ის ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.
დარწმუნებული ვარ, რომ ინგლისელი ნახევარმცველი კიდევ უფრო მოუმატებს და შეუჩერებელი გახდება", - განაცხადა ყოფილმა ბრაზილიელმა გამთამაშებელმა.
შეგახსენებთ, "ბლანკოსის" მოთამაშემ თავისი წარმატებული სვლა ევრო 2024-ზეც გააგრძელა, სადაც სერბეთს გაუტანა გოლი.