ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ მსოფლიო ჩემპიონატის ტოპ 5 ფეხბურთელი დაასახელა.
"ფეხბურთელები, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინეს არიან - კილიან მბაპე, ლამინ იამალი, კრიშტიანო რონალდუ, ლიონელ მესი და ნეიმარი. ისინი საუკეთესოები არიან", - განაცხადა კაკამ.
შეგახსენებთ, რომ კაკას ბრაზილიის ნაკრებს მიმდინარე მუნდიალზე 4 ქულა აქვს და გათამაშების ლიდერია.
44 წლის კაკას ბრაზლიის ნაკრებთან ერთად 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული. ფინალში მათ გერმანია რონალდოს დუბლით დაამარცხეს.











