ნაპოლის ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას, მომავალი კვლავ გაურკვეველია. კვარაცხელიას რამდენიმე ტოპ გუნდისგან აქვს შემოთავაზება, მათ შორის პსჟ-სა და ბარსელონასგან.
ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩას სანაცვლოდ პსჟ 80 მილიონის გადახდას და კოლო მუანის დათმობას აპირებს.
LaGazzetta.ge-სთან საუბარში კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა, პსჟ-ს ინტერესი დაადასტურა და ისიც გვითხრა, რომ ინტერესი სხვა კლუბებიდანაც არის.
"გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობთ, რადგან ნაპოლი ხვიჩას მეორე სახლია. ვაფასებთ ნაპოლისა და ბატონი პრეზიდენტის ზრუნვასა და პატივისცემას ხვიჩას მიმართ.
თუ იქნება ისეთი შემოთავაზება, რომელიც დააკმაყოფილებს კლუბს, ფეხბურთელს და დე ლაურენტისი არ იქნება წინააღმდეგი, კვარაცხელიას მომავალზე გადაწყვეტილება მხოლოდ ამის გათვალისწინებით იქნება მიღებული", - აღნიშნა ჯუღელმა.
შეგახსენებთ, რომ ორივე მხარის მიზანია, ყველაფერი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გაირკვეს.