ჯორდან ჰენდერსონის ისტორია საუდის არაბეთში დასრულდა, 33 წლის ინგლისელი ალ-ეტიფაქიდან კარიერას აიაქსში გააგრძელებს. გამოცდილ ნახევარმცველს, ამსტერდამში დღეს ელოდებიან.
ჰენდერსონი აიაქსში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა, მხარეებს შორის კი 1.5 წლიანი კონტრაქტი გაფორმდება.
ინგლისელმა საუდის არაბეთში 17 მატჩის ჩატარება მოასწრო, რომელშიც 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.