ჯეიმი კარაგერმა მოჰამედ სალაჰის ტრაბზონსპორში გადასვლის თაობაზე გაკვირვება გამოთქვა. ვეტერანი ფეხბურთელი ვარაუდობდა, რომ ეგვიპტელი ვინგერი კარიერას გააგრძელებდა ტურინის იუვენტუსში ან მილანში და არა თურქეთში. შეგახსენებთ, ვარსკვლავური გარემარბის ყოველწლიური ხელფასი "ზღვისპირელებში" 17 მილიონი იქნება.
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ სალაჰი გადავიდოდა თურქეთში ან საუდის არაბეთში, რადგან ის ამ ყველაფერზე მაღლა დგას. მეგონა, რომ მოჰამედი გადავიდოდა კალჩოში, მაგალითად იუვეში ან მილანში...თურქეთი მისთვის ძალიან დაბალი დონეა. ალბათ პრობლემა მის ფინანსურ მოთხოვნებში იყო.
მესმის, თუმცა ამბიციურ გარემოში თამაშის სანაცვლოდ ეგვიპტელ შემტევს ხელფასის დაკლებაც შეეძლო. მინდა მისი ხელვა ევროთასების მნიშვნელოვან თამაშებში, მაგრამ სამწუხაროდ, თურქეთში თამაში ამის საშუალებას არ იძლევა", - განაცხადა ინგლისელმა ყოფილმა უკანახაზელმა.











