მოჰამედ სალაჰი გადავიდა ტრაბზონსპორში, თუმცა ის ახლოს ბეშიქთაშში ტრანსფერთან იყო. რატომ არ შედგა ეს გარიგება? ამ ფაქტთან დაკავშირებით ღიად ისაუბრა სტამბოლელთა პრეზიდენტმა, სერდალ ადალიმ, რომლის თქმითაც, ეგვიპტელი ვინგერის ტრანსფერი უკვე შეთანხმებული იყო.
"სალაჰისგან თანხმობა გვქონდა. ის ესაუბრა ბეშიქთაშის როგორც მთავარ მწვრთნელს, ისე სპორტულ დირექტორსაც, რის შედეგადაც ჩვენთან გადმოსვლა გადაწყვიტა. ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც მოს აგენტმა თავისი საკომისიო 35%-მდე აწია. ასეთი ციფრები უბრალოდ წარმოუდგენელია", - განაცხადა თურქმა პრეზიდენტმა.
სტამბოლურმა გუნდმა არ დააკმაყოფილა ეგვიპტელი შემტევის აგენტის ფინანსური მოთხოვნები, რის შედეგადაც თამაშში "ზღვისპირელები" ჩაერთვნენ. როგორც ცნობილი ხდება, ლივერპულის ექს-ვინგერის ყოველწლიური ხელფასი იქნება 17 მილიონი და ამის გარდა ის საკლუბო ატრიბუტიკის გაყიდვიდან 20-25%-საც მიიღებს.












