საქართველოს ნაკრების რესურსზე:
"3 თვის წინ ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჩვენი ოცნება იყო. მე მითამაშია ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზეც, ძალიან ვამაყობ რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა ამ ტურნირზე ითამაშოს. კონკრეტული მიზნის დასახვა ფეხბურთელებისთვის ზედმეტი წნეხია. შრომით და რესურსით ჩვენ შეგვიძლია ჯგუფიდან გავსლა.
დიახ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა საკუთარ კლუბებში წარმატებას მიაღწიეს, თუნდაც რომ ავიღოთ ოთო კიტეიშვილი - ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ასევე შტურმთან ერთად ის ქვეყნის ჩემპიონი და თასის გამარჯვებული გახდა. კიტეიშვილმა ბევრი რამ შეცვალა, ბევრი იშრომა, თავისი მიდგომით დიდ წარმატებას მიღწია, თუმცა მხოლოდ ნიჭი არ არის საკმარისი და მოგეხსენებათ სხვა მრავალი კომპონენტია კიდევ, გასათვალისწინებელი.
ბოლო მატჩებში შენგელიამ და წიტაიშვილმა კარგად ითამაშეს. რაც შეეხება ირაკლი აზაროვს, გადავწყვიტე ერთ პოზიციაზე 3 მოთამაშე არ წამეყვანა. ეს ერთ-ერთი რთული გადაწყვეტილება იყო. თუ ვინმე გამოგვაკლდება ჩანაცვლება შეგვიძლია, 7 ივნისს იქნება საქართველოს ნაკრების საბოლოო შემადგენლობა.
არაერთხელ მითქვამს რამდენი მოთამაშეც არ უნდა გამოიძახო ყოველთვის იქნება ვინმე, ვისაც გული დაწყდება. 26 ფეხბურთელი რომელიც გამოვიძახე ოპტიმალურ შემადგენლობას წარმოადგენს ჩვენთვის და მათთან ერთად ვიმუშავებთ ევროპის ჩემპიონატისთვის.
რამდენიმე კვირაა, რაც ევროპაზე გავედით და უკვე უფრო დიდ მიზნებზე ოცნებობთ, ამიტომ მიყვარს ქართველი ხალხი, განსხვავებული მუხტი და დიდი მიზნები გაქვთ, ეს ძალიან კარგია, უფრო დიდი მიზნები გქონდეთ თუნდაც ფინალში გასვლის.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები გერმანიაში EURO 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას კი ჩვენი გუნდი 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.










