შეთანხმება შედგა — ჯენარო გატუზო ლაციოს ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება! იტალიელი სპეციალისტი მაურიციო სარის შეცვლის, რომელიც "არწივებს" უახლოეს საათებში ოფიციალურად დატოვებს.
მას შემდეგ, რაც ჯენარო გატუზომ იტალიის ეროვნული ნაკრები დატოვა, 48 წლის სპეციალისტი არაერთ კლუბს დაუკავშირეს, მათ შორის ტორინოსაც, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
რაც შეეხება მაურიციო სარის, გამოცდილმა იტალიელმა სპეციალისტმა ლაციოს დატოვება რამდენიმე კვირის წინ გადაყვიტა — ამის მთავარ მიზეზად კი კლუბის მფლობელთან, კლაუდიო ლოტიტოსთან კონფლიქტი სახელდება. მაურიციო სარი უდიდესი ალბათობით ატალანტას ჩაიბარებს, საიდანაც რაფაელე პალადინო მიდის.







