ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი ჯაბა დვალი გარდაიცვალა. 41 წლის ჯაბა დვალი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შედეგად გარდაიცვალა.
ჯაბა სხვადასხვა დროს "ზესტაფონში" დინამო თბილისში", "თელავში" ბოლნისის "სიონში" და სხვა ქართულ და უცხოურ გუნდებში თამაშობდა. ასევე იყო საქართველოს ნაკრების წევრი.
ჯაბა დვალმა კარიერის გამორჩეული პერიოდი "ზესტაფონში" გაატარა და ის გუნდის ლეგენდაა. ჯაბამ ეროვნულ ჩემპიონატში 135 მატჩში ჩაატარა და 65 გოლი გაიტანა.
დვალი ბოლო პერიოდში "ზესტაფონის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა და აგრძელებდა ქართული ფეხბურთის განვითარებაში წვლილის შეტანას.
La Gazzetta dello Sport Georgia-ს გუნდი, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამს ჯაბა დვალის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ, ოჯახს, ახლობლებსა და ქართულ საფეხბურთოს სამყაროს.












