ვეტერანი ხორვატი ფეხბურთელი უახლოეს საათებში სევილიას დატოვებს — ალ შაბაბი და ესპანური კლუბი ტრანსფერის ბოლო დეტალებს აგვარებენ. სუსოს ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, საუდის გუნდი რაკიტიჩის დამატებაზე გადაერთო. 35 წლის ფეხბურთელმა, გუნდელებს უკვე განუცხადა, რომ სევილიას დატოვებას აპირებს.
რაკიტიჩი სევილიაში 2020 წლიდან თამაშობს, რა დროშიც 174 მატჩი მოუგროვდა. ალ-შაბაბისთვის ლა ლიგიდან ეს უკვე მეორე ტრანსფერი იქნება, კერძოდ რამდენიმე თვის წინ საუდის კლუბმა იანიკ კარასკოც დაიმატა.