იუვენტუსის ბანაკიდან ახალი ინფორმაცია ვრცელდება — როგორც ცნობილი ხდება, ჟერემი ბოგამ ბარძაყის უკანა ნაწილის კუნთი დაიზიანა, რის გამოც გარკვეულ პერიოდს იუქმებს.

პირველადი ინფორმაციით, ბოგა 4-დან 5 კვირამდე გამოტოვებს, რის შემდეგაც ვარჯიშს განაახლებს.
შეგახსენებთ, ტრავმები აწუხებთ ხეფრენ ტურამს, მანუელ ლოკატელისა და ქენან ილდიზსაც. ფრანგი და იტალიელი ფეხბურთელები მოედანს 2027 წელს დაუბრუნდებიან, ხოლო თურქი ვინგერი 2-დან 3 თვემდე იუქმებს.












