ნაპოლის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჯოვანი გალიონემ, ტურინის იუვენტუსის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მასიმილიანო ალეგრი "ბებერი ქალბატონიდან" გათავისუფლებას არ იმსახურებს. ყოფილმა იტალიელმა დამრიგებელმა ასევე დაასახელა რამდენიმე მოთამაშე, რომელსაც გუნდის გაძლიერება შეუძლია.
"იუვენტუსს ინტერის დონემდე მისასვლელად რამდენიმე ახალი ფეხბურთელი სჭირდება. პირველ რიგში განვიხილოთ გამთამაშებლის პოზიცია, სადაც ლოკატელის ადგილზე მოდრიჩს ვიხილავდი. მართალია, ის უკვე ასაკშია, მაგრამ 1-2 სეზონის გატარებას შეძლებს. უფრო ახალგაზრდა ვარიანტებიდან, კოპმაინერსია გამოსარჩევი.
თავდამსხმელის პოზიციაზე ვიხილავდი სკამაკას ან ზირკზეს. დაცვაში კი - პავლოვიჩს. ეს ტრანსფერებიც არ არის საკმარისი ინტერის დომინაციის დასამხობად, ტურინელები უბრალოდ მიუახლოვდებიან მათ. რაც შეეხება ალეგრის, მიმაჩნია, რომ მისი გათავისუფლება უსამართლობა იქნება", - განაცხადა "პარტენოპეის" ყოფილმა დამრიგებელმა.