42 მატჩი, 18 გამარჯვება, 16 ფრე და 8 მარცხი — ასეთი სტატისტიკით ემშვიდობება ტიაგო მოტა იუვენტუსს.

42 წლის სპეციალისტს იგორ ტუდორი შეცვლის. მხარეებს შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია, ხორვატი მწვრთნელი ტურინში დღეს ჩაფრინდება. 46 წლის სპეციალისტი კლუბთან კონტრაქტს სეზონის ბოლომდე გააფორმებს, შემდგომში გახანგრძლივების პერსპექტივით.
იგორ ტუდორს იუვენტუსში მუშაობის გამოცდილება აქვს — ხორვატი სპეციალისტი 2020/21 სეზონში ანდრეა პირლოს ასისტენტი იყო. ბოლო გუნდი სადაც ტუდორი მუშაობდა, ლაციო იყო. ხორვატს ასევე უმუშავია უდინეზეში, მარსელსა და ჰელას ვერონაშიც.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, იუვენტუსი ახალ მთავარ მწვრთნელს მომდევნო 48 საათში წარადგენს.








